"ამმა" ქართული ბამბუკის კომპანია

 

ჩვენი კომპანია დაარსდა 2005 წლის ოქტომბერში.

 

კომპანიის დაარსებას წინ უძღოდა საპროექტო-კვლევითი სამუშაოები, რომლის ფარგლებში შესწავლილი იქნა ბამბუკის, როგორც სამრეწველო საქონლის, პერსპექტიულობა, აგრეთვე ქართული ბამბუკის თვისებები და რაოდენობა საქართველოსა და ახლომდებარე რეგიონებში.


შემუშავებული იქნა შესაბამისი ტექნოლოგიები, რომლებიც შეეფარდებოდა ქართული ბამბუკის სპეციფიურ თვისებებს.

 

კომპანიის მენეჯმენტმა მოკლე ვადაში გადაწყვიტა რამდენიმე საკითხი, რომელთა შორისაა ბამბუკის მასალის მოწოდების სტაბილური ქსელისა და მისი პირველადი დამუშავების ტექნოლოგიის შექმნა, საწარმოო პროდუქციის სტანდარტიზაცია და რეალიზაცია.

 

ეკონომიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ძირითადი ყურადღება მიმართული იყო საგარეო ბაზრის ათვისებაზე. ასე “გაიჭრა” გზები ჯერ რუსეთსა და უკრაინაში, შემდეგ – სომხეთსა და კვიპროსზე.

 

2009 წელს კომპანიამ შეიძინა ტერიტორია თბილისის სამრეწველო ზონაში და ახალი წარმოება გამართა. აქ დანერგილია ინოვაციური ტექნოლოგიები, რომელთა ნაწილი წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას და დაპატენტებულია.

 

2010 წელს კომპანიას აქვს დაგეგმილი წარმოების სერტიფიცირება ISO-ს სტანდარტებით, რაც გაგვიადვილებს საგარეო ბაზრებზე დამკვიდრებას. ჩვენი მიზანია საქართველოში ბამბუკის ინდუსტრიის შექმნა, რაც გულისხმობს სამუშაოების მთელ სპექტრს: ნედლი ბამბუკის მოშენებას, გადამუშავებას, თანამედროვე პროდუქციის შექმნას და მის რეალიზაციას შიდა და საგარეო ბაზარზე.