კომპანიის სტრუქტურა
კომპანიის სტრუქტურაში თავიდანვე ჩადებულია ბიზნესის განვითარების მოთხოვნები.
სადიზაინერო-საპროექტო და მარკეტინგული ჯგუფების მუშაობა ურთიერთშეთანხმებულია და ეფუძნება ინოვაციურ მიდგომას ბამბუკის ტრადიციულ ბიზნესში. ვიყენებთ ქართულ ბამბუკს, პროდუქცია ექსკლუზიურია და საინტერესოა საგარეო ბაზარზე, როგორც ქართული კოლორიტი.
კომპანიის განვითარებას და სარეალიზაციო პოლიტიკას ემსახურება პერსპექტიული სამუშაოების დაგეგმარების ჯგუფი..
წარმოების ციკლი იწყება მასალის პირველადი დამუშავებით, რომლის ტექნოლოგია შემუშავებულია ჩვენს მიერ და ითვალისწინებს ბამბუკზე მოქმედებას ნაჯერი ორთქლით, მაღალი წნევითა და მაღალი სიხშირის დენებით.
ბამბუკის ბიზნესის ტრადიციულ მიმართულებებს ემსახურება:
- საპარკო ნაგებობების სეგმენტი - სტანდარტული ბლოკებით ეწყობა სხვადასხვა სახეობის და მოდელის კონსტრუქციები;
- ავეჯის სეგმენტი (ბაღის და ბინის ავეჯი) - მზადდება სტანდარტული და ექსკლუზიური მოდელები;
- სპეცშეკვეთების სეგმენტი - კომპანიის პროექტებით ხდება კაფე-ბარების გაფორმება, პარკების და ბაღების სხვადასხვა კონსტრუქციების დამზადება-მონტაჟი და სხვა;
- სუვენირების სეგმენტი.
სამრეწველო პროდუქციის განყოფილება:
- ბამბუკის ფილების და პანელების დამზადება;
- კარ-ფანჯრების დამზადება;