ქართული ბამბუკის შესახებ

 

გავრცელების არეალი

 

ბამბუკი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ის ხე-მცენარეებზე ბევრად მსუბუქია და გაცილებით იაფი. საქართველოში ძირითადათ გავრცელებულია სამრეწველო მოხმარების ბამბუკის ორი ჯიში: “მოსო” (Phyllostachis edulis), ჩინური და იაპონური “მადაკე” (Phylostachis bambusoides). “მოსო” უფრო ტექნოლოგიურია გამოიყენება სამრეწველო ნაკეთობებში (პანელები, პარკეტი, ავეჯი), “მადაკე” – სამშენებლო სფეროში (ხარაჩოები, ფერმები, თაღოვანი გადახურვები და ა.შ.). ბამბუკის გავრცელების არეალი – აჭარა, გურია, სამეგრელო, აბხაზეთი.


საქართველოში გავრცელებული ბამბუკი მიეკუთვნება ე. წ. საგაზაფხულო ვეგეტაციის ტიპს, ანუ მისი მომწიფება ხდება გაზაფხულ-ზაფხულში. მომწიფებულად ითვლება სამი წლის ბამბუკი და მისი მოჭრა მიზანშეწონილია ზამთრის პერიოდში. ამიტომ ბამბუკის მთელი წლის მარაგი უნდა დამზადდეს ნოემბერ – თებერვალში.


ამ კულტურისადმი ინტერესი მაღალია არა მარტო აზიურ ქვეყნებში, არამედ ევროპასა და ამერიკაში (მითუმეტეს ხე-ტყის ჭრის აკრძალვის პირობებში). ამაზე მიანიშნებს მრავალი საერთაშორისო ინსტიტუტების არსებობა (International Network for Bamboo and Rattan – INBAR, European Bamboo Society, American Bamboo Socieries ets.) საქართველო მონოპოლისტია ბამბუკის მოყვანაში ყველა მოსაზღვრე ქვეყნებს შორის.


ბამბუკის პარამეტრები


ბამბუკის კუთრი სიხისტე 1,7 ჯერ აღემატება მუხისას, ხეზე ნაკლებად აალებადია, უმნი¬შ-ვნელო ტექნოლოგიური (არა ქიმიური) დამუშავების შემდეგ არ ეკარება ხოჭო, არ უჩნდება სოკო, თითქმის არ ლპება და არ ობდება.


10%-ანი ტენიანობის ბამბუკის კუთრი წონა გამოითვლება შემდეგნაირად:

ბამბუკის ღეროს მოცულობითი წონა  გამოითვლება შემდეგნაირად:

 

დამუშავების ტექნოლოგია


ბამბუკს დროთა განმავლობაში ზედაპირზე უჩნდება ნაპრალები. ამის აცილება ძალიან ძნელია, თუმცა კომპანიაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე შეიქმნა ბამბუკის დამუშავების საკუთარი ტექნოლოგია და ორიგინალური აღჭურვილობა. ნედლი ბამბუკის დამუშავება ხდება ავტოკლავებში მაღალი წნევის და ტემპერატურის ქვეშ, რის შედეგადაც ნაპრალების გაჩენის საშიშროება მინიმუმამდეა დაყვანილი.