![]() |
ბამბუკის ღეროები
გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ორთქლი პრობლემას მხოლოდ ნაწილობრივ აგვარებს. ორთქლში გამოშრობილი ბამბუკი დროთა განმავლობაში იღებს ტენს და კონტრასტული ტემპერატურის მოქმედების პირობებში შეიძლება გასკდეს. აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენის წინასწარი პროგნოზირება ძალიან ძნელია.
ჩვენ გამოვიყენეთ ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც ბამბუკზე გარკვეული თანმიმდევრობით მოქმედებს მაღალი ტემპერატურა, ორთქლი და მაღალი წნევა. ასეთ შემთხვევაში შეშრობა მიმდინარეობს თანაბრად როგორც რადიალურ, ასევე ტანგენციალურ მიმართულებებში. ბამბუკის ღერო საგრძნობლად მაგრდება, “წუნიანი” კი სკდება პროცესის დროს. ამ ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად მაღალი ალბათობით შეიძლება გამოირიცხოს ბამბუკის შემდგომი გასკდომა. ბამბუკი იცვლის ფერს, ხდება ნაკლებად ჰიგროსკოპიული, დაცულია ობის მოკიდებისა და ხოჭოსაგან.
|
![]() |
საპარკო და საბაღე ნაკეთობანი
|
![]() |
ავეჯის წარმოება.
უპირატესობას ვანიჭებთ არატრადიციულ “უხეში ფორმების” დიზაინს. სხვადსხვა სახეობის ავეჯის (კაბინეტური, კომპლექსური, დასაშლელი) მოთხოვნის მიხედვით, მუშავდება მისი კონსტრუქცია და ბამბუკის დამუშავების ტექნოლოგია – ზედაპირის გახეხვა-პოლირება, გაფერადება და სხვა.
|
![]() |
ფილების და პანელების დამზადება.
|