კომპოზიტური ბამბუკის პარკეტი მზადდება ე.წ. OSB ტექნოლოგიით ბამბუკის ბოჭკოს გამოყენებით, რომლის საშუალებითაც მიიღება ეკოლოგიურად სუფთა, ლამაზი და მტკიცე პროდუქტი.


უპირატესობები

- ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია;
- ვიზუალურად ლამაზი, მტკიცე და ადვილად მოსავლელია;
- არ განიცდის დეფორმაციას ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილებისას;
- გამოირჩევა ნესტისადმი მაღალი მდგრადობით;
- პარკეტის ფილები, ქარხანაში 7 ფენა სპეციალური ლაქით იფარება;
- სხვა ბუნებრივ მასალებთან შედარებით, დაგების შემდეგ არ საჭიროებს დამუშავებას;
- არ საჭიროებს დამატებით დროისა და თანხის ხარჯებს დაგების შემდეგ (ზედაპირის დამუშავება, გალაქვა);
- დაგება ხორციელდება მარტივად, სწრაფად და სუფთად;
- საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სრული და ნაწილობრივი რესტავრაცია.

 

დამზადების ტექნოლოგია

თავიდან ბამბუკის ლამელები ბოჭკოს დონემდე იშლება. მიღებული მასა მუშავდება ნაჯერი ორთქლით, შრება ტენიანობის 6-8%-დე და იჟღინთება ბამბუკის ბუნებრივი ფისისმაგვარი ეკოლოგიურად სუფთა კომპოზიტური შენაერთით. კომპოზიტი ავსებს ბოჭკოების არხებს და არხთაშორის სივრცეს. დაპრესვის შემდეგ მიიღება მდგრადი და წყალგაუმტარი მასალა, რომლისგანც მზადდება პარკეტი.


სიმტკიცე

მასალის სიმტკიცე იზომება ე.წ. ბრინელის რიცხვით. რაც უფრო მტკიცეა მასალა, მით უფრო მაღალია რიცხვი. შედარებისთვის მოვიყვანთ ამ მაჩვენებლის მნიშვნელობას მუხის, ჩვეულებრივი და კომპოზიტური ბამბუკის პარკეტისთვის.
- მუხის პარკეტი - 4.2;
- ჩვეულებრივი ბამბუკის პარკეტი - 4.9;
- კომპოზიტური ბამბუკის პარკეტი - 9.6.
(სიმარტივისთვის სიმტკიცის განზომილება გამოტოვებულია).

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ

 

ლაკის დამცავი ფენა

კომპოზიტური ბამბუკის პარკეტის ფილები იფარება მაღალი ხარისხის ურეტანშემცველი ლაკით, რომლის გაშრობა ხდება ულტრაიისფერი სხივებით. ამით მიიღწევა ზედაპირის განსაკუთრებული სიმაგრე. ლაკის დაფენა-გაშრობის პროცესი 7 ეტაპად ხორციელდება. ზედაპირზე ჩამოყალიბებული მკრივი ფენის ბუნებრივი გაცვეთის ვადა 7-8 წელია. პარკეტის ქარხნული წესით ლაკით დაფარვა საგრძნობლად აიაფებს პარკეტის დაგების ხარჯებს, რადგანაც დაგებული პარკეტი არ საჭიროებს ”ციკლოვკას” და ლაკის წასმას. საჭიროების შემთხვევაში კომპოზიტური ბამბუკის პარკეტის დამუშავება შეიძლება ჩვეულებრივი სახეხი დანადგარებით.

 

ნესტგამძლეობა

ნესტგამძლეობა ბამბუკის კომპოზიტური პარკეტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა. ექსპერიმენტის სახით კომპოზიტური პარკეტის ლაკმოცილებული ფილა 24 საათით მოთავსებული იყო წყალში, რის შემდეგაც მისი წონა პირვანდელს სულ 3%-ით აღემატებოდა. შემდგომ 5 საათში კი - პირვანდელი წონა აღდგა. მაშასადამე, წონის ცვლილება გამოწვეული იყო ზედაპირზე დაგროვილი ტენით, რომლის არსებობა ლაკის პირობებში გამორიცხულია. პარკეტის ასეთი თვისებები სველ წერტილებში მისი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

 


კომპოზიტური ბამბუკის ტრადიციულ ტექნოლოგიაში ქართული ბამბუკის კომპანია”ამმა”-ს შეტანილი აქვს გარკვეული სიახლეები. ზოგი სიახლე დაპატენტებულია. მათი გამოყენებით ჩინეთის რესპუბლიკის ორ კომპანიასთან პროდუქციის ერთობლივი გამოშვება მიმდინარეობს. პროდუქცია გადის ექსპორტზე ჩვენი კომპანიის სიმბოლიკით. პერსპექტივაში კომპანია ”ამმა” გეგმავს კომპოზიტური პარკეტის საქართველოში წარმოებას.